21:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 14:13:29, 2690 ნახვა

მსოფლიო
რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრები პოლონეთში არ შეუშვეს

რუსი ბაიკერ-კლუბის „ღამის მგლების“ წევრები პოლონეთში არ შეუშვეს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბაიკერები პოლონეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო არ შეუშვეს.

საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ იმ ბაიკერებმა შეძლეს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი უკვე მესამე წელია ბაიკერ-კლუბ "ღამის მგლების" წევრებს საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს. კლუბის ტური 27 აპრილს მოსკოვში დაიწყო. მოტოგარბენი ყოველწლიურად იმართება.

როგორც მედია წერს, "ღამის მგლები" კრემლის და პირადად ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით სარგებლობენ. 2011 წელს ვლადიმერ პუტინი ბაიკერების მსვლელობაში პირადად მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ე.წ ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები„ 1989 წელს შეიქმნა, მათ რიგებში ირიცხება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics