|
2017-04-28 18:15:16, 1472 ნახვა
საზოგადოება
პროექტის PAFAI შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოში 2015 წლიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის (BFC) მმართველმა დირექტორმა, მაიკლ კორტენბუშმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები და მიღებული შედეგები გააცნო. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, პროექტი, რომლის მიზანიც ფინანსებზე და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა იყო, წარმატებით განხორციელდა. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელსაც აგრარული დარგის განვითარებისთვის უკვე წლებია შვეიცარიის სახელმწიფოს მხრიდან ვიღებთ. როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე გამართული აგროდაზღვევის სისტემის კომპონენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს ფერმერებისა და მეწარმეების საქმიანობის წარმატებაში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, ოლივიერ ბურკიმ აღნიშნა, რომ 10 წელზე მეტია შვეიცარია საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნბეობის სექტორის განვითარებაში ეხმარება. „2015 წლიდან პროექტი PAFAI ფერმერების ფინანსებსა და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით მუშაობდა. პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსების სქემების შექმნის საქმეში, ხოლო სადაზღვევო ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის კუთხით, შემუშავდა მიდგომები, რომლებიც შეამცირებს უზუსტობების რაოდენობას ასანაზღაურებელი ზარალის დაანგარიშებისას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას შვეიცარიის თანამშრომლობის 2017-2020-ის სტრატეგიის ფარგლებში“, - განაცხადა სამხრეთ ოლივიერ ბურკიმ. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგი (BFC) იყო, რომელიც ციურიხშია (შვეიცარია) დაფუძნებული, საქართველოში აქტიურად 2003 წლიდან მუშაობს და რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფინანსური სექტორის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტის შედეგების წარდგენას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინიტროს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების (ალდაგი, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, არდი და აი-სი ჯგუფი), სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. (NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)