09:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 13:07:11, 2204 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: უახლოეს დღეებში და წლებში, არ მგონია თინა ხიდაშელი პოლიტიკაში იხილოთ

პარლამენტის ყოფილი  თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ამ ეტაპზე  თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის პარტიაში გაწევრიანებას გამორიცხავს.

როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროფესიული საქმიანობით არის დაკავებული.

„2005 წელს, როდესაც აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთე თინას როგორც იტყვიან ოჯახში ფულის შემოტანა ევალებოდა, რადგან მივდიოდი უხელფასო, უყველაფრო სფეროში. როგორც კი საქმეში აქტიურად ჩავერთე ორ კვირაში გავიგე, რომ თინა პარტიაში გაწევრიანდა. არ მგონია, ახლაც ასე მოხდა. თინას პოლიტიკურ გააქტიურებას არ ველი. ის აქტიურად არის ჩართული თავის პროფესიულ საქმიანობაში. ექსპერტია და სერიოზულად ჩაერთო უშიშროების საკითხების განხილვაში. ამიტომ უახლოეს დღეებში და წლებშიც არ მგონია თინა პოლიტიკაში იხილოთ. მერე რა იქნება, არ ვიცი“,-განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics