05:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 12:36:54, 2027 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ახალი, ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს.

როგორც ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა განუცხადა, ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს და იგი სახელისუფლო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და არა ჩრდილოვანი მთავრობით ან რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა.

 როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პარტია ხელს შეუწყობს ისეთი ქვეყნის შენებას, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოზიტიური გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსტიტუციური სისტემა იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური სტრუქტურები შეასრულებენ.

„პარტიული საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს, როგორიცაა: ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; კონკურენცია და არა მტრობა; შემკრებობა და არა გამთიშველობა. პარტიის ფორმირება დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. საარჩევნო გუნდის წარდგენა დაგეგმილია მაისის ბოლოსთვის“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics