09:36 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 17:51:28, 2076 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლებას ორგანული კანონი აწესრიგებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძემ, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერზე ისაუბრა.

კობახიძის განმარტებით, ახალი ჩანაწერი ერთის მხრივ  არ ადგენს აბსოლუტურ აკრძალვას მიწის გასხვისებასთან, ან სხვა ფორმით საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, იძლევა ამ საკითხის ორგანული კანონის დონეზე რეგლამენტაციის შესაძლებლობას.

„ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას ორგანული კანონი აწესრიგებს. ამასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა მოსაზრება, მათ შორის რადიკალურად განსხვავებული. იყო ერთი რადიკალური მოსაზრება, რომელიც ითვალისწინებდა მიწაზე საკუთრების უფლების სრულ შეზღუდვას უცხოელთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. იყო პირიქით მეორე მოსაზრება, რომ არანაირი ფორმით არ ასახულიყო ეს საკითხი კონსტიტუციაში. ჩვენ წავედით მიდგომით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში საკითხის ჯეროვან მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics