2017-04-27 16:10:08, 2333 ნახვა
მსოფლიო
შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტის გემი ხომალდს შეეჯახა
შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო ფლოტის სადაზვერვო გემი "ლიმანი" ხომალდ "აშოტ-7"-ს შეეჯახა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თურქული მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და 15 უგზოუკვლოდ დაკარგულ ეკიპაჟის წევრზე წერს.
რუსეთის თავდაცვის უწყების მონაცემებით, შეჯახება შავის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბოსფორის სრუტედან 40 კილომეტრში მოხდა. ინციდენტის შედეგად ხომალდი "ლიმანი" დაზიანდა.
"ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. ისინი ხომალდის გადარჩენისთვის იბრძვიან", - აცხადებენ უწყებაში.
Guardian-ის ცნობით, ეკიპაჟის 78 წევრი ევაკუირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან