|
2017-04-26 10:31:09, 2187 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უწყების 10 წლის იუბილე მიულოცა
განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით, მსურს ხმა მივაწვდინო შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარს იცავენ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული სამსახურის 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. კერძოდ საუბარია ეკონომიკური და ღია მმართველობის რეფორმების მიმართულებით შემოსავლების სამსახურის ჩართულობაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მიმდინარე ეკონომიკური რეფორმა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო-ფისკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის მხრიდან მეტი ინვესტიციების განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. „მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა მეტწილად დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. ამდენად, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ბევრი შეხვედრა გამართა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვეღო 50,000-ზე მეტი დეკლარაცია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება ბიზნესისადმი მეგობრული არაერთი კანონის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს საქმიანი გარემოს გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)