|
2017-04-25 10:43:01, 1808 ნახვა
პოლიტიკა
ბერლინში საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გაიხსნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს. საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში, „Weltsaal"-ში გაიმართება, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. ბერლინში გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიების" საექსპოზიციო მასალა. ასევე გახსნის ღონისძიება ითვალისწინებს კულტურულ კომპონენტსაც, ხოლო საზეიმო გახსნის დასასრულს დაგეგმილია საუბრის/დისკუსიის გამართვა, რომელსაც მოდერირებას გაუწევს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცეპრეზიდენტი ტობიას ვოსსი, ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და გერმანიის ბუნდესლიგის ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზიგმარ გაბრიელთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან. გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან. ვიზიტის ფარგებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ექსპერტულ წრეებთან და მედიასთან.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)