06:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 17:12:14, 2334 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის" მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე, განხილული იქნა საქართველოს ფისკალურ სექტორში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ფისკალური რეფორმა, რომელიც მთავრობამ 2017 წლიდან დაიწყო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკით მზარდ დაინტერესებაზე, აგრეთვე, როგორ შეიძლება ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში ლარიზაციის პროცესს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics