04:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 21:12:57, 1932 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები წარმატება გვაქვს, თუმცა საბოლოო მიზანი ევროპული ოჯახის წევრობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესით გამოიხატება.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ ეს ქმნის ორი სახელმწიფოს და მათი ინსტიტუტების მდგრადი განვითარების წინაპირობას.

მინისტრმა უკრაინელ კოლეგას მიულოცა  ევროპარლამენტის კენჭისყრის პოზიტიური შედეგი მიულოცა  და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისთვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი უმოკლეს დროში ამოქმედდება.

„ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე გვაქვს ხელშესახები წარმატებები, თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა მეტია, რაც უკავშირდება ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.   მჯერა, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ" - განაცხადა მინისტრმა.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მორიგი სამიტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობას.

 როგორც მინისტრმა განაცხადა შეხვედრისას განიხილეს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები და პრიორიტეტები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები.

 მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში შედგება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics