04:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 20:19:37, 2076 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას

 „საქართველოს უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს, როგორც მოგეხსენებათ, რაც, გარდა მჭიდრო და მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინელ კოლეგასთან პავლო კლიმკინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ჯანელიძის განცხადებით ორ ქვეყანას მსგავსი პრობლემები და ერთიანი გამოწვევები გააჩნია.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დე-ოკუპაციისთვის 2008 წლის 12 აგვისტოსა და მინსკის შეთანხმებების შესრულება არის აუცილებელი.

როგორც პრეს-კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ურთიერთ მხარდაჭერის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა გრძელდება და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ყველა ფორმატში.

„ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ საერთო გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო ასპარეზზე თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ საერთო ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე და ასევე ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზე" - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო მზადაა უკრაინულ მხარეს გაუზიაროს გამოცდილება კონფლიქტთან და მისი მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics