2017-04-21 11:49:21, 1977 ნახვა
პოლიტიკა
ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, ხიზანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.
ხიზანიშვილის განცხადებით, ის შესაძლოა სხვა თანამდებობაზე გადავიდეს სამუშაოდ.
„გადადგომა არ არის, ეს არის სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ამაზე მთავრობა მსჯელობს და მთავრობის გადაწყვეტილება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გუნდთან შეთანხმებული“,-აღნიშნა ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 წლის დეკემბრიდან მუშაობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან