03:28 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 18:59:49, 1834 ნახვა

პოლიტიკა
რაქვიაშვილი: უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

 „უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“,-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს და ქვეყანას ქმედითი მთავარსარდლის გარეშე ტოვებს.

„იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხის წყარო რუსეთის ფედერაციაა, არ იღებს ვალდებულებას ძალის არ გამოყენებაზე საქართველოს წინააღმდეგ და პრაქტიკულად მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღდეგ, როდესაც რეგიონებს პრაქტიკულად ყველა ქვეყნა ჩართულია ან ომში არ კონფლიქტში და არსებობს კრიზისების მაღალი საფრთხე. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, სადაც განიხილება თავდაცვის ეროვნული უსაფრთხოების, ომის და მშვიდობის საკითხები და ქვეყანას ტოვებს ქმედითი მთავარსარდლის გარეშე”,-აღნიშნა რაქვიაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics