2017-04-20 16:56:28, 2259 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დადგენილია
რუსეთის სპეცსამსახურებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორზე, ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ბორტნიკოვი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამტკიცებს, რომ გამოძიება გრძელდება.
"ფაქტობრივად ვინაობა დადგენილია" - აღნიშნა ბორტნიკოვმა.
ცნობისთვის, 6 აპრილს პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს.
ამასთან, 18 აპრილს მოსკოვში სამართალდამცველებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აბრორ აზიმოვი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან