02:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 20:59:31, 1964 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და რეინტეგრაციის პროცესში მთავრობის პოლიტიკის სამ ძირითად ასპექტზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების მიღებისკენ, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე. მინისტრის თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის სამართლებრივ ჩარჩოებში დარეგულირებას.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა მთავრობის პოლიტიკის მეორე ძირითად ასპექტს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან იმ ტიპის დიალოგის წარმოება, რომელიც რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა ხელს უწყობს მესამე, მნიშვნელოვან პუნქტს - რეინტეგრაციის პროცესს, შერიგების პოლიტიკას და საზოგადოების გაერთიანებას.

„ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ჩვენი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება უქმნის ყველა წინაპირობას რეინტეგრაციის პროცესს, იმისათვის, რომ საზოგადოებები შერიგდნენ და გაერთიანდნენ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად ცხადი გახდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვით მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება.

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics