19:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 18:01:48, 2662 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა ვადამდელ არჩევნებს მხარი დაუჭირა - არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

8 ივნისს არჩევნების ჩატარებას პარლამენტის 522 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგი იყო.

ტერეზა მეის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირის რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას ძლიერი და სტაბილური ხელმძღვანელობა სჭირდება.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა უკვე ამოქმედდა. 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics