19:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 17:21:59, 2428 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკს ვარშავის პროკურატურაში დღეს დაკითხავენ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს პოლონეთის პროკურატურა დაკითხავს, - ამის შესახებ TVN-24 იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. საქმე პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობას ეხება. არსებული ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა პოლონეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხდებოდა. 

კერძოდ კი, პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტობის დროს, პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან მთავრობის მეთაურის საჭირო ნებართვის გარეშე კავშირი ჰქონდათ. თავად დონალდ ტუსკი გამოძიებას პოლიტიკური კამპანიის ნაწილს უწოდებს. 

ცნობისთვის, პოლიტიკოსი დაკითხვაზე 15 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრების გამო ვერ შეძლო საგამოძიებო ორგანოში მისვლა.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics