|
2017-04-19 10:22:52, 1690 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ფორმატში გამართული შეხვედრები დასრულდა. გუშინ სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე მუშაობდა, მესამე ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმართა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დარჩენილ საკითხებზე და კონსტიტუციაში ახალი, 79-ე მუხლის (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) დამატებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „დღეს ჩვენ სამუშაო ჯგუფების ბოლო სხდომას ვატარებთ. წინა სხდომის შემდეგ განსახილველი დარჩა სასამართლოს თავის ბოლო ოთხი მუხლი, რომლებიც სამართალწარმოებას, მოსამართლის სტატუსს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პროკურატურას შეეხება. ასევე როგორც დარიგებულ პროექტში გაეცანით, კონსტიტუციას კიდევ ერთი თავი, მე-11 თავი - გარდამავალი დებულებები ემატება, რომელიც მხოლოდ ერთ მუხლს შეიცავს და იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. საგარეო კურსის თვალსაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას თავისი პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს. უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მუხლის გარდამავალ დებულებებში ჩაწერის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუხლის მნიშვნელობისა, იგი თავისი შინაარსით დროებით ამოცანას წარმოადგენს და მიზანშეწონილად ჩათვალა გარდამავალ დებულებებში ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება. შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)