2017-04-18 19:27:10, 2459 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
თურქეთის პროვინცია თუნჯელში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე 7 პოლიციელი, 1 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.
როგორც Anadolu წერს, ვერტმფრენთან კავშირი აფრენიდან ათი წუთის შემდეგ გაწყდა.პირველადი მონაცემებით, ავიაკატასტროფა უამინდობას უკავშირდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან