|
2017-04-18 18:29:14, 833 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყება: მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, მორჩეს საკუთარი თავის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებას
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. "უწყება" საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს განიხილავს და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ რეგიონში არსებული ვითარება უნდა აღიაროს. "ბოლო დროს გახშირდა საქართველოს ოფიციალური პირების - პრეზიდენტიდან დაწყებული მაღალჩინოსნებით დამთავრებული, "გაღიზიანებული" გამონათქვამები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ახაზეთში ვიზიტის თაობაზე. საუბრობენ, რომ სერგეი ლავროვის ვოზიტი "არალეგიტიმურია". ასევე ხაზს უსვამენ, "ტერიტორიულ მთლიანობას". აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ მსგავსი კომენტარები უადგილოა. სერგეი ლავროვის ვიზიტი არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისი. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2008 წლის 9 სექტემბრიდან დადგინდა. მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, მორჩეს საკუთარი თავის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებას. საქართველო "ჟონგლიორობს" ძველმოდური ტერმინოლოგიით, როგორიცაა "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა". საქართველომ უნდა აღიაროს არსებული ვითარება რეგიონში", - ნათქვამია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით 18-19 აპრილს ჩავა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)