17:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 19:24:08, 2251 ნახვა

მსოფლიო
სირია ტრამპს: თუ თვითონ ხართ ცხოველი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც არიან

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტ ბაშარ ასადს "ცხოველი" უწოდა, - ამის შესახებ Siasat იუწყება.

"თუ თვითონ ხართ ცხოველი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც არიან",  - ნათქვამია უწყების წარმომადგენლის აიმან სუსანის განცხადებაში.

როგორც სუსანმა აღნიშნა, ასადი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტია, რომელიც ხალხმა აირჩია. მისივე შეფასებით, პრეზიდენტს პასუხი სირიელმა ხალხმა უნდა გასცეს და არა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox Business-სთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ ასადს "ცხოველი" უწოდა. ამასთან, ტრამპის აზრით, თუ რუსეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტს მხარს არ დაუჭერს, აღნიშნული ქვეყანა ვაშინგტონისთვის პრობლემა არ იქნება.

"თუ რუსეთი ამ ცხოველს მხარს არ დაუჭერს, ჩვენ დღეს პრობლემა არ გვექნება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ასადის შესახებ.

ცოტა ხნის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაშარ ასადს "ყასაბიც" უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics