17:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 19:06:31, 2322 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმში მამაკაცმა ბრიტანელი ტურისტი მოკლა

იერუსალიმში ბრიტანელ ქალს შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

შემთხვევა ტრამვაიში მოხდა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტურისტი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, თავდამსხმელი, 57 წლის პალესტინელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ფსიქიურად აშლილია. სამართალდამცველებმა ის დააკავეს და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვითარება ისრაელში 2015 წლის შემოდგომაზე გამწვავდა. იერუსალიმში და სხვა ქალაქებში, რომლებიც გაზას სექტორის საზღვართან იმყოფებიან, პალესტინელები თავდასხმებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თავდასხმები ბოლო პერიოდის განმავლობაში იშვიათი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics