|
2017-04-13 21:46:10, 2416 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო 29-ე ადგილზეა
საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში 29-ე ადგილს იკავებს, - ამის შესახებ World Economic Forum-ის 2017 წლის მონაცემებშია ნათქვამი. World Economic Forum-მა 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უსაფრთხო და საშიში ქვეყნების მონაცემებია დათვლილი. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 6.65 ქულით ფინეთი დასახელდა. მეორე ადგილზის არაბთა გაერთიანებული საემიროები 6,60 ქულით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ისლანდია - 6,57 ქულით. საქართველო დასახელებული 136 ქვეყნიდან 29-ე პოზიციას 6.01 ქულით იკავებს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 34-35 პოზიციები გადაინაწილა. რუსეთის ფედერაცია 109 ადგილზეა და 127-ზე უკრაინა. ყველაზე დაბალი ქულები კოლუმბია(2,59) და იემენმა(2,80) დააგროვა. ცნობისთვის, რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია როგორც კრიმინალური და ტერორისტული სიტუაციები, ასევე საომარი კონფლიქტები და სამართალდამცველი ორგანოების უნარები, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)