01:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 18:06:07, 1826 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს „სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის" შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაწესდა დასვენების დღეები საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში არანაკლებ სამი შაბათ - კვირა. ხოლო საწყისი სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე, ყოველკვირეულად ორი დღე- შაბათი და კვირა.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიზანიც კანონით განსაზღვრული ვადების გაუქმებაა.

 „მეწარმეებს და კომპანიებს, რომლებსაც სახელწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გადავადების, ან ვალის პატიებისათვის ფინანსთა სამინისტროსათვის 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა მიემართათ, ეს ვადა გაუქმდა და მათ ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება მიმართონ შესაბამის უწყებებს.

ეს საშუალებას მისცემს საწარმოებს შეზღუდული ვადების გარეშე მიმართონ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო, ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების მოთხოვნით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს დამატებითი და დეტალური ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics