17:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 14:53:54, 2263 ნახვა

მსოფლიო
ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ რუსეთს ბესლანის მოვლენების გამო, 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ   ბესლანის სკოლაში 2004 წელს  მძევლების აყვანის ფაქტზე რუსეთს 3 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,

სარჩელის ავტორი სულ 409 პირი იყო, მათ შორის ყოფილი მძევლები და მომხდარის დროს დაშავებულები, ასევე ყოფილი მძევლების, გარდაცვლილებისა და დაშავებულების ახლობლები.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, დაეცვა ადამიანები, რომელთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. სარჩელში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მომხდარი არ იყო სათანადოდ გამოძიებული“,-ნათქვამია განცხადებაში. 

მოსარჩელეთა განცხადებით, ოპერაცია არ იყო სათანადოდ დაგეგმილი და მსხვერპლი გამოწვეული იყო ხელისუფლების მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებით.

ცნობისთვის,  ქალაქ ბესლანში № 1 სკოლის მოსწავლეების მძევლებად აყვანა ბოევიკთა ჯგუფის მიერ 2004 წლის 1 სექტემბერს მოხდა.  სამი დღის განმავლობაში ტერორისტებს სკოლის შენობაში გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ბავშვი, მშობლები და მასწავლებლები. სკოლის აღება სცადეს რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა, რომლის შედეგად წამოწყებული შტურმით 350 მძევალი დაიღუპა. მოკლულთა ნახევარი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. მოკლულ იქნა 31 ტერორისტი, 1 ცოცხლად იქნა აყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics