|
2017-04-13 12:48:01, 2186 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს
ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა გივი ბერიკაშვილის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მიუსამძიმრა. “გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. დღეს, ყველა ჩვენგანში ძალიან დიდი სიყვარული და სინანულია. მინდა ვთქვა, რომ ის იყო კაცი, რომელიც, გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას უანგაროდ აკეთებდა, უაღრესად მშვიდად, თავის ერის სიყვარულით. მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილია ათობით ადამიანი, მათ შორის ცნობილი მსახიობები. ისინი სახალხო არტისტს პატივს მიაგებენ. პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებსაც ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ თეატრის მიმდებარე ტერიტორია ორმხრივად არის გადაკეტილი. შეგახსენებთ, რომ სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლისა ასაკში, 10 აპრილს, ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)