01:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:38:40, 1732 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ნიუ-იორკში სამუშაო შეხვედრები გამართა

2017 წლის 7-12 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 
 
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა 50-ზე მეტი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური თემები.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრები გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან პიტერ ტომსონთან და პოლიტიკურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ჯეფრი ფელტმანთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაერო-ს სამუშაო პროგრამაში საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებს.
 
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დავით ზალკალიანმა დელეგაციებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის თაობაზე. ქართული მხარის მიერ ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში გამართულ ეწ. არჩევნებსა და ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე ე.წ. შეთანხმებების დადებაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics