01:40 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 10:05:23, 1968 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ინდოეთში ვიზიტი შეაჯამა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, გახარიას თქმით,  ვიზიტის ფარგლებში განიხილეს საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი, პირდაპირი  ფრენებისა და სატრანსპორტო კორიდორის თემა:

„მოგეხსენებათ, ეს არის ქვეყანა მილიარდ   250 მილიონი მოსახლეობით, უზარმაზარი ბაზარია. მათი  2016 წლის  ეკონომიკის ზრდა გახლავთ 7.5%. ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყნაა. იყო რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი თემა.  ეს გახლავთ საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ  ერთი თემა გახლდათ პირდაპირი ფრენების შესახებ და ყველაზე მნიშვნელოვანი მეოთხე თემა ეს გახლავთ სატრანსპორტო კორიდორი. კორიდორის ძირითადი ხაზი მიდის ჩრდილოეთის პორტებზე,  სანკტ პეტერბურგის პორტებზე და ბალტიისპირეთის. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ,  რომ ამ თემაზე უახლოეს პერიოდში ვიზიტი დაიგეგმოს ჩვენი რკინიგზის, რომ ტექნიკურ დონეზე დაიწყონ ამ თემის შესწავლა“,-აღნიშნა გახარიამ.
პრემეირის შეფასებით, ინდოეთთან ძალიან ბევრი შეხების წერტილის გამოძებნა შეიძლება, რაც ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანა.

„ ეს ძალიან მნიშვნელოვან დამატებით დინამიკას მოიტანს  საქართველოს ეკონომიკაში. ამიტომ,  ძალიან სწრაფად გვმართებს  ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics