04:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 18:13:11, 2623 ნახვა

სამართალი საზოგადოება
სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სარჩელი, "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ელისო კილაძე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ეკა ბესელიას 1 500 ლარს გადაუხდის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ელისო კილაძის ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობოდა და მის პირად მოსაზრებას წარმოადგენდა.

ცნობისთვის, ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2015 წელს გასულ ინფორმაციას ცილისწამებად მიიჩნევდა. მაშინ ელისო კილაძე აცხადებდა, რომ ბესელიამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა და გარკვეული გასამრჯელოც მიიღო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics