|
2017-04-11 20:28:20, 2512 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანია, შპს ,,ფელინ გლობალი“ შეემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში კომპანია ახალ სამკერვალო ქარხანას გახსნის, სადაც 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება. ახლად აშენებულ საწარმოში, შპს ,,ფელინ გლობალი“ ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის წარმოებას შეძლებს და სამომავლოდ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. კომპანიის დამფუძნებლები თურქი ინვესტორები არიან, რომლებსაც მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობენ. შპს ,,ფელინ გლობალი,“ რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 440 000 ლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)