|
2017-04-11 20:23:11, 2336 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ყავის ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კომპანია შპს „კაფსულო“ შეემატება, რომელიც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ყავის კაფსულების მწარმოებელ საწარმოს 2017 წლის ოქტომბრის თვეში გახსნის და 2 წლის შემდეგ საკუთარი პროდუქციას აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს. შპს „კაფსულო“ აწარმოებს, როგორც სწრაფი მომზადების ყავის კაფსულებს სპეციალური აპარატებისათვის, ასევე მოხალული ყავის მარცვლებს, დაფქულ ყავასა და დაფასოებულ ცივ ყავას ალუმინის ბრენდირებულ ქილებში. შპს „კაფსულოს“ ყავის მარცვლებს, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აწვდის და მისი დანადგარები მსოფლიო ლიდერი კომპანიების „NESPRESSO“-ს და „STARBUCKS“-ის ანალოგიურია. შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 000 000 ლარს შეადგენს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კაფსულოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)