|
2017-04-11 13:54:29, 2579 ნახვა
ეკონომიკა რეგიონი
აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 200 ადამიანი გადამზადდება
მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ტრენინგები დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს მაჭახელას ხეობაში არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეები გაეცნენ. სამდღიანი ტრენინგ-მოდულებისას მონაწილეებს ისეთი თემების შესახებ ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, მარკეტინგი და კალკულაცია, სამეწარმეო და ფინანსური საკითხები, ასევე დასუფთავების სამსახურის სდანდარტები, კვების ორგანიზება, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებისთვის. ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გადასცა, რომელმაც ტრენინგზე ყურადღება სოფლის ტურიზმის განვითარების საქმეში მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ამ კუთხით საოჯახო-სასტუმრო სახლების ჩართულობაზე გაამახვილა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში მთიან აჭარაში 200 ადამიანის გადამზადება მაისის შუა რიცხვებამდე იგეგმება. ტრენინგებს გერმანელ ექსპერტ ულიხ ტროსიენთან ერთად რეგიონში ტურისტული ბიზნესის წარმატებული ტრენერები ერთი თვის განმავლობაში ჩაატარებენ. აქტიურ ტურისტულ სეზონს კი მაღალმთიან აჭარაში კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლები მომზადებულები შეხვდებიან. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)