|
2017-04-11 13:13:49, 2041 ნახვა
მსოფლიო
G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც იტალიაში იმართება, სირიაში რუსეთის როლსა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მინისტრებმა საერთო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ გამოდის. G7 შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში მიემგზავრება. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, მას სურს, რუსეთი დაარწმუნოს იმაში, რომ ასადის მხარდაჭერაზე უარი თქვას. არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რექს ტილერსონი ქვეყნის პრეზიდენტ ვ,ადიმერ პუტინს არ შეხვდება. შეხვედრა მის კოლეგასთან საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთანაა დაგეგმილი. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის საგარეო მინისტრი ბორის ჯონსონი გამოდიან ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. თუ დიდი შვიდეული გადაწყვეტს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც, სანქციები სირიაში არსებული სიტუაციის გამო დაწესდება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თვლის, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ფლობს. "ჩვენი მონაცემებით, სირიის რეჟიმს ჯერ კიდევ აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების პოტენციალი. საჭიროა, რომ რეჟიმმა შეწყვიტოს ქიმიური იარაღის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება. „დიდი შვიდეულის“ სხდომის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ სირიის რეჟიმის მხრიდან იდლიბზე შეტევის შესაძლო რისკები. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და ახლა რუსეთი უნდა დავარწმუნოთ სირიის ასადის გარეშე საჭიროებაში"- აღნიშნა მინისტრმა.
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)