2015-04-08 09:51:08, 352 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია მზად არის, საკრებულოში ნებისმიერ კითხვას უპასუხოს
თბილისის მერი დავით ნარმანია მზად არის, დედაქალაქის საკრებულოში ყველა კითხვას უპასუხოს.
ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„დეპუტატები იმისთვის არიან, რომ დასვან კითხვბი. მე მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას, ჯერ იქნება ჩემი ანგარიში, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გასტანს და საუბარი იქნება ყველა იმ სირთულეზე რაც ჩვენ დაგვხვდა,ასევე საუბარი იქნება იმაზე, რომ მიუხედავად სირთულეებისა რა მნიშვნელოვან პროგრეს მივაღწიეთ და რა გეგმები გვაქვს 2015 წლის განმავლობაში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის დღეს დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში 14:00 საათზე მივა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან