16:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 18:01:21, 2728 ნახვა

მსოფლიო
სტოკჰოლმის თავდასხმა - სატვირთო ავტომობილში საეჭვო მოწყობილობა იპოვეს

შვედმა სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში, რომელიც გუშინ სტოკჰოლმში ხალხში შევარდა, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოწყობილობა სატვირთო მანქანაში მძღოლის სავარძელთან იყო შენახული.

ადგილობრივი პოლიციის კომისარის დენ ელიასონის განცხადებით, სავარაუდო ტერაქტში ეჭვმიტანილი 39 წლის მამაკაცია, უზბეკეთიდან. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები მის შესახებ ინფორმაციას აქამდეც ფლობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტოკჰოლმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დადასტურებული ინფორმაციით 4 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics