00:20 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 21:20:56, 1955 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მიხარია, რომ დებატები შედგა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის მიმართ ბევრი კრიტიკა მოვისმინე

„ნამდვილად გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტს სჭირდება პოლიტიკური მსჯელობა და დებატები, მიხარია, რომ ეს დებატები შედგა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართული დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან კრიტიკა მოისმინა, რაც დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ, საქართველოს პარლამენტში შედგა დებატები, ეს დებატები იყო ძალიან ფართე მრავლისმომცველი. ნამდვილად გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტს სჭირდება პოლიტიკური მსჯელობა, პოლიტიკური დებატები და აზრის გამოთქმა. მიხარია, რომ ეს დებატები შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე საკუთარი თავის მიმართ. ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი. ერთის მხრივ სახელისუფლებო მხარე მაკრიტიკებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყავი ზედმეტად კრიტიკული. მე ვცდილობ პარლამენტში წარმოვადინო ხალხის აზრი და ხალხის შეხედულებები“,-განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics