2017-04-07 14:23:53, 2153 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის წევრები პოლიტიკურ დებატებს არ დაესწრებიან
მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში პოლიტიკურ დებატებს არ დაესწრებიან. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.
„დებატები რა საჭიროა არ მესმის ჯერ ერთი, დებატები უნდა გამართოს პარლამენტმა, ჩვენ მოვედით, მოვისმინეთ პრეზიდენტის გამოსვლა და შესაბამისად, ჩვენ და სხვა სტუმრები, ასევე დიპლომატიური კორპუსი დავტოვებთ პარლამენტს“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით კი, ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შინაარს უკავშირდება.
პარლამენტში ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. დებატების ფორმატში პლენარული სხდომა მუშაობას 15:00 საათზე განაახლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან