23:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:28:30, 1672 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა: პრეზიდენტის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას შეეხო, ის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, როგორიცაა მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, ვისურვებდი მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე გაკეთებულიყო კომენტარები, რადგან სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველა არსებული პრობლემა. ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, მთელ სახელმწფიო აპარატს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებად იყენებს, და არა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics