|
2017-04-06 16:03:22, 2271 ნახვა
სამართალი
გუკა რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმა გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. "ბრალდებას რაც შეეხება, ასე ორი სიტყვით ვერ ვილაპარაკებ ბრალდებაზე. მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა, დეიდა ციხეში. ძაან ბევრი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ",-განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა. პროკურორებმა დღევანდელ პროცესზე, ცხრათვიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით სასამართლოს სთხოვეს, რომ გამოეყენებინათ საგარანტიო ბერკეტი 50 000 ლარი და გუკა რჩეულიშვილისთვის პასპორტი ჩამოერთვათ. პროკურორების განმარტებით, ამ ბერკეტით ისინი ბრალდებულის სასამართლო პროცესებზე გამოცხადებას უზრუნველყოფენ, ხოლო პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ გუკა რჩეულიშვილის მიმალვის საფრთხე აღარ იქნება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რჩეულიშვილი პატიმრობიდან 30 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)