|
2017-04-06 14:44:29, 830 ნახვა
რეგიონი
ვიქტორ დოლიძე პლებისციტზე: ესა არის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან
„ეს არის მორიგი დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან,“- ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ პლებისციტს სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე სამწუხაროდ ერთადერთი ბერკეტი გააჩნია და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაა: „ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან და არაერთხელ შეგვიფასებია ეს. ძალიან მნიშვნელოვნად და ახლოს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს ვიყენებთ ძალიან ეფექტურად. ვფიქრობ, როგორც ნიუ -იორკში, ასევე ვენაში, თუ ჟენევაში, ბოლოს იგივე ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ნაბიჯს რომ გადავავლოთ თვალი, საკმაოდ ეფექტურია ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ერთადერთი ბერკეტი გვაქვს სამწუხაროდ ჯერჯერობით და ეს საერთაშორისო თანამეგობრობაა“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია, სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს. პლებისციტზე ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს ჰკითხავენ- უნდათ თუ არა მათ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)