|
2017-04-06 13:25:42, 2557 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ კომპანია Apple-თან მოლაპარაკებები დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამერიკაში სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად, კომპანია Apple-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრებზე 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store -ის გახსნაზე შედგა მოლაპარაკებები. Georgian App Store -ი ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple -ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან ios -ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას. შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც „ეფლი“ სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)