14:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 13:09:23, 2292 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგში, საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

სანქტ-პეტერბურგში, ნევის რაიონში საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, - ამის შესახებ Tass იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის დეაქტივაცია სამართალდამცველებმა მოახდინეს. მანამდე, ნევის რაიონში საცხოვრებელი სახლიდან მაცხოვრებლების ევაკუაციაც მოხდა.

როგორც მედია წერს, მოწყობილობის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე სეროვის თქმით, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ერთ-ერთ ბინაში იპოვეს, გააუვნებელყვეს.

"რამდენიმე ეჭვმიტანილი აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“,- განაცხადა სეროვმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებული მოსახლეობა იქვე მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში გადაიყვანეს, მათთან სამედიცინო დახმარების ექიმები და ფსიქოლოგები იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics