|
2017-04-06 10:51:46, 1704 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: ხელისუფლება კონფლიქტის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად ეხმარება
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ე.წ საზღვართან მოსახლეობისთვის მიწის დამუშავების აკრძალვას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს გაგრძელდება მანამ სანამ ოკუპაცია არ დასრულდება. „2008 წლის შედეგი არის ის, რომ ტერიტორების 22% ოკუპირებულია და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აქვს მუდმივი პრობლემები. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება. ეს არ არის ნამდვილად ადვილი საქმე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალში, არ დარჩა არც ერთი ქართველი მოსახლე, ახალგორში დარჩენილი მცირე რაოდენობის გარდა. არ დარჩა არც ერთი ქართველი ოჯახი კოდორის ხეობაში, რამდენიმე ათეული ოჯახის გარდა. 2008 წლის გაუთვლელი ქმედებების შედეგი არის დღევანდელი მდგომარეობა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება. თუნდაც, 2004 წლის ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, როცა პირველი შეტაკებები დაიწყო ცხინვალში, დღეს, კონფლიქტის მოგვარება არის ბევრად უკან დაწეული და ბევრად უფრო გართულებული“,-განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ კონფლიქტის ხაზთან მდებარე ყველა სოფლის გაზიფიკაცია დასრულდა. „რაც შეეხება კონფლიქტის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარება მათ. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ დასრულდა ყველა სოფლის გაზიფიკაცია, დახმარებები ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც კონფლიქტის ხაზთან არსებული სოფლების სკოლებიდან არიან, მოსახლეობას ვეხმარებით მატერიალურად. რაც შეეხება მთავარ პრობლემას, მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, რომელიც გავიმეორებ, რომ 2008 წლის მოვლენების შედეგია და ამის დასრულება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დაჟინებული და ხანგრძლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ეს ძალისხმევა არსებობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)