23:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 19:45:47, 1682 ნახვა

პოლიტიკა
IRI: შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, 15% კი, „ნაცმოძრაობას“

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თავის რეგიონში ყველაზე აქტიური პარტია „ქართულ ოცნებაა“.

უფრო კონკრეტულად, თავის რეგიონში ყველაზე აქტიურ პარტიად „ქართული ოცნება“ რესპოდენტთა 29%-მა დაასახელა, „ნაციონალური მოძრაობა“ – 12%-მა, 50%-მა კი, არც ერთი პარტია არ დაასახელა.

რაც შეეხება კითხვას - „რომელ პარტიას შეუძლია ყველაზე წარმატებულად ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება“, გამოკითხულთა 13%-მა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“, 10%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 2%-მა „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“, 38%-მა კი, არც ერთი პარტია არ დაასახელა.

გარდა ამისა, კითხვაზე „შემდეგ კვირას რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, რესპოდენტთა 26%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა - „ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა კი, „პატრიოტთა ალიანსი“.

გარდა ამისა, კითხვაზე - „რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდით ხმას არასოდეს“ გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებას“, 25%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 8%-მა „დემოკრატიული მოძრაობა“, ასევე 8%-მა „გირჩი“, 7%-მა „ევროპული საქართველო“, 7%-მა „პატრიოტთა ალიანსი“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა „რესპუბლიკელები“, ხოლო 3%-მა „თავისუფალი დემოკრატები“.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით. საველე სამუშაოები შეასრულა „აიფიემ კვლევებმა“. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2017 წლის 22 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, რესპოდენტებთან პირდაპირი გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით. 

გამოკითხვისთვის შეირჩა საარჩევნო ხმის უფლების მქონე  საქართველოს 1501 მუდმივი მაცხოვრებელი, რაც იძლევა შედეგების ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საშუალებას. პასუხი მიღებულ იქნა შერჩეულთა 69 %-დან, ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 % გრაფიკებში და ცხრილებში ასახული მონაცემები შეიძლება არ ჯამდებოდეს 100 პროცენტამდე, სხვადასხვა მაჩვენებლების დამრგვალების გამო.

კვლევა დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ (USAID).   

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics