|
2017-04-04 18:03:37, 2093 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
“აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმით. იმით, თუ რამდენი რამის მიღწევა შეძელით ასეთი მოკლე დროის განმავლობაში“, - ამ სიტყვებით დაიწყო საპასუხო მონოლოგი ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა იასონა ლაოლიმ, რომელიც წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას დეტალური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გატარებული რეფორმებითა და დანერგილი სიახლეებით. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შესაძლებელია, ქართველმა ექსპერტებმა სასწავლო ვიზიტი განახორციელონ ინდონეზიაში და დაეხმარონ ჩვენს კოლეგებს პენიტენციური სისტემის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა. ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ძალიან ღირებული და შთამბეჭდავია. „განსაკუთრებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თქვენს სისტემაში გატარდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხს და ამ მხრივ, სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის კონცეფცია. საქართველოში ვიზიტით ჩამოვაყალიბებთ ხედვას, რომელიც ინდონეზიის პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება“, - იასონა ლაოლამ. დელეგაცია ასევე გაეცნო პრობაციის სააგენტოს მუშაობასა და დაბალი რისკის დაწესებულებაში არსებულ ვითარებას. ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)