19:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 14:27:11, 2093 ნახვა

სამართალი
სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საპატრულო პოლიციელებზე თავდასხმაში, ავტომანქანის ქურდობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ ცისკარაშვილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლის 1 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 236-ე  მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით სცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების გიორგი ამისულაშვილის და მალხაზ მღებრიშვილის მიერ შემჩნეული იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ,,BMW"-ს მარკის ავტომანქანა. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის  მესაკუთრეს ომარ ცისკარაშვილს აცნობეს, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეყვანათ საჯარიმო ავტოსადგომზე, რაზეც ომარ ცისკარაშვილი გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ავტომანქანის გადაყვანის უფლებას არ მისცემდა და ტერიტორია დატოვა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში ომარ ცისკარაშვილმა გურჯაანში მცხოვრებ ზ.უ-ს კუთვნილი „BMW"-ს X-5 მოდელის ავტომანქანა მოიპარა, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და პატრულ-ინსპექტორების მიმართულებით, რომლებიც ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისთვის საჭირო პროცედურებს აწარმოებდნენ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ორი ავტომანქანა.

ომარ ცისკარაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან იგი თავს არიდებდა გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ძებნილი ომარ ცისკარაშვილი  2016 წლის 3 ივლისს ქ. ბათუმში დააკავეს.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics