23:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 19:04:55, 1962 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: საქართველო-ნატოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დაახლოება ნატო-ს სტანდარტებთან ყოველდღიურად ვითარდება. 

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკულ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

"ყველანაირი გადამეტების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს საქართველო-ნატოს ურთიერთობები განსხვავებულ, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ასახულია იგივე ერთობლივი წვრთნის დაარსებაში საქართველოში, მათ შორის, ნატო-საქართველოს პაკეტის განხორციელებაში, რომელიც უელსში იქნა მიღებული და ძალიან მრავლისმომცვლელია. ჩვენი თავსებადობა, ჩვენი დაახლოება ნატოს სტანდარტებთან ყოველდღიურად ვითარდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ მუშაობა. ვფიქრობთ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ თბილისის საკრებულოში, სადაც ნატო-ს დღეეების ფარგლებში ღონისძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics