13:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 15:48:28, 2139 ნახვა

მსოფლიო
ეკვადორზე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ლიდერობს

xეკვადორზე საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ლიდერობს, -  ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხმათა 96% უკვე დათვლილია და არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლენინ მორენო ლიდერობს. მან კონსერვატორ გილიერმო ლასოს გაუსწრო, რის შემდეგადაც დამარცხებულმა კანდიდატმა მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდა.

ლენინ მორენო 51% აგროვებს, ხოლო ლასო 49%. ეკვადორის ცესკომ გამარჯვებული ოფიციალურად ჯერ არ გამოავლინა, თუმცა მოქმედ პრეზიდენტ რაფაელ კორეას განცხადებით, კანდიდატებს 200 ათასიანი სხვაობა აქვს, შესაბამისად მორენო მომავალი პრეზიდენტი იქნება.

კონსერვატორ ლასოს განცხადებით, მისი ოპონენტი ადმინისტრაციულ რესურს იყენებდა და ბიულეტენების ფალსიფიკაცია მოახდინა.

ცნობისთვის, პორტალ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ბედი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. ჯულიან ასანჟი უკვე 6 წლის განმავლობაში ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. კონსერვატორი ლასო აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ასანჟს საელჩოს ტერიტორიას 30 დღის ვადაში დაატოვებინებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics