|
2017-04-01 13:09:08, 2247 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე დააპატიმრეს
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე დააპატიმრეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი სეულის სასამართლომ გასცა. მას მექრთამეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო ადამიანისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. მედიიც ცნობით, პროკურატურა კინ ჰეს იმ 13 კორუფციულ საქმესთან კავშირს ედავება, სადაც მისი ახლო მეგობარი ჩოი სუნ სილი ფიგურირებს, რომელიც შარშან დეკემბერში დააპატიმრეს. ცნობისთვის, აღნიშნული კორუფციული სკანდალის გამო, თებერვალში ასევე კორპორაცია Samsung-ის ვიცეპრეზიდენტი ლი ჯეიონი დააპატიმრეს. კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის Samsung-მა, ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის ჩოი სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული პრეფერენციების მიღების სანაცვლოდ გადარიცხეს. მაშინ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის მეგობარი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ერეოდა პირველი პირის ადმინისტრაციის საქმეებში და კავშირების გამოყენებით სერიოზულ სარგებელს იღებდა. ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამოუცხადა. მაშინ პროკურატურამ მის წინააღდეგ საქმე პრეზიდენტის იმუნიტეტის გამო ვერ აღძრა. 10 მარტს ქვეყნის პირველი პირის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს 7-მა მოსამართლემ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც პაკ კინ ჰემ იმუნიტეტი დაკარგა და პროკურატურას დაკითხვაზე დათანხმდა. 22 მარტს, ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 22 საათს გაგრძელდა. პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის მესამე ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებით დააკვეს.
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)