|
2017-03-31 17:03:31, 2206 ნახვა
ეკონომიკა
2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მილიონი დოლარი შეადგინა
2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მილიონი აშშ დოლარი (1.7 მილიარდი ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 17.5%) შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის ცნობით, ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.9 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 13.3% შეადგინა. „მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში 3.5 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 3.3 პროცენტით ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1.0 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 481.2 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 11.8 პროცენტით გაიზარდა და 2016 წლის მეოთხე კვარტალში 331.3 მლნ აშშ დოლარი (826.8 მლნ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 271.8 მლნ აშშ დოლარი (678.3 მლნ ლარი) შეადგინ1, რაც კვარტალური მშპ-ს 7.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)